შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით, ადვოკატთა ასოციაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

2 ივლისი 2018

შეზღუდული შესაძლებლობების (მენტალური და ფიზიკური შეზღუდულობა) მქონე პირთა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით, ადვოკატთა ასოციაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

შესაბამისად, აღნიშნულ პირებს, ვისაც ესაჭიროება უფასო იურიდიული დახმარება შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 599-19-33-44

 

ადვოკატთა ასოციაციამ, “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების (მენტალური და ფიზიკური)მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. პროექტის ფარგლებში შეირჩა და გადამზადდა 9 ადვოკატი, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და დაიცავენ დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში, ასევე სხვა ინსტაციებზე, ყველა იმ საქმეზე, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის უფლების დარღვევით და ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოწვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლების დარღვევით.

 

იურიდიული დახმარების ფარგლები მოიცავს:


1. იურიდიული კონსულტაცია - ვერბალური/წერილობითი;
2. სარჩელის/შესაგებლის შედგენა და წარდგენა;
3. სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
4. საჭირო დოკუმენტების და ცნობების მოძიებაში დახმარება;
5. პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულება და საქმის გაცნობა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი